ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ ასკვდ -ს

რეალობები და უზრუნველვყოთ დაავადებით შეპრყრობილთათვის უფრო ხანგრძლივი და უკეთესი ცხოვრების ხარისხი.

უხილავი ერი მიზნად ისახავს კარდიოვასკულური საზოგადოების გაერთიანებას, რათა გამოავლინოს ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადების (ასკვდ) – ჩუმი, ქრონიკული დაავადების რეალობა- და მისი გავლენა პიროვნულ და სოციალურ დონეზე1. ინფარქტის, ინსულტისა და სიკვდილის ამ მთავარი გამომწვევის შესახებ ინფორმირებულობის შექმნით, უხილავი ერი აპირებს გაააქტიუროს საუბრები, ხელი შეუწყოს ქმედებას და განაპირობოს სისტემური ცვლილებები, რათა უმართავი ასკვდ-ის ტვირთის იგნორირება შეწყვიტოს და ამ დაავადებით მცხოვრებ ადამიანებს ბარიერების გადალახვაში დაეხმაროს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
Heart

ჩვენს შორის

300 მლნ მეტ ადამიანს

ასკვდ აღენიშნება2

Heartbeat

15 მილონზე მეტი

ჩვენს შორის

ყოვლწლიურად იღუპება1

Hand

ნაადრევი კარდიოვასკულური
გართულებების 80%

შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული5

მიუხედავად მნიშვნელოვანი გავრცელებისა ასკვდ რჩება ჯანმრთელობის გაუცნობიერებულ გამოწვევად.

უხილავი ერი ნელა იზრდება.

ასკვდ: საშიში და ძალიან ხშირად შეუმჩნეველი

მიუხედავად მისი უდაო გავლენისა, ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადება (ასკვდ) ზოგადად უცნობია. ასკვდ არის კრებითი ტერმინი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების აღსაწერად, რომლებიც გამოწვეულია ცხიმოვანი დეპოზიტების (ფოლაქების) დაგროვებით არტერიების კედლებში, რაც იწვევს არტერიების შევიწროვებას. ბევრი ადამიანი არ განიცდის მნიშვნელოვან სიმპტომებს მანამ, სანამ ეს ფოლაქი მოულოდნელად არ გასკდება და არ გამოიწვევს გულის შეტევას, ინსულტს ან სიკვდილს.ასკვდ წარმოადგენს გულის შეტევისა (ინფარქტის) და ინსულტის ძირითად მიზეზს და გულ-სისხლძარღვებთან დაკავშირებული სიკვდილობის 85%-ს განაპირობებს.1.

არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ასკვდ-ს განვითარებას, მათ შორის ოჯახური წინასწარგანწყობა (გენეტიკა), მოწევა, სიმსუქნე, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არასწორი კვება, მაღალი ქოლესტერინის დონე, მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი1. ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 40% არის ასკვდ-ის განვითარების რისკის ქვეშ და ძალიან ხშირად არ იცის მისი არსებობის შესახებ, სანამ არ მოხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულება, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი.3.

ASCVD Threatening and too often overlooked

რატომ ეხლა ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ცვლილება

მიუხედავად მნიშვნელოვანი გავრცელებისა ასკვდ რჩება ჯანმრთელობის შეუმჩნეველ გამოწვევად. ჩვენ გვჭირდება წამოვწიოთ ასკვდ, როგორც გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რასაც ის ნამდვილად წარმოადგენს, უხილავი ერის საზოგადოება ამჟამად უხილავია, მაგრამ არა ამოუცნობი და რისკის ქვეშ იმყოფება.

რა უნდა ვიცოდეთ

ASCVD deserves urgent attention at a global scaleასკვდ იმსახურებს სასწრაფო ყურადღებას გლობალური მასშტაბით. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვაჩვენოთ ამ უხილავი დაავადების ტვირთი. დროა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეს გლობალური საკითხი ჯანდაცვის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს.

რა უნდა ვიცოდეთ

We aim to improve patient outcomes around the worldმოძრაობის შექმნას დრო სჭირდება და დრო არ არის ჩვენს მხარეზე, რადგან ასკვდ-ს ტვირთი მუდმივად იზრდება. ინდივიდებისა და ორგანიზაციების განათლებითა და ლოკალური მოთხოვნების შესაბამისი ინსტრუმენტების მიწოდებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაუმჯობესოთ პაციენტების პროგნოზი მთელ მსოფლიოში.

რა უნდა ვიცოდეთ

Give a voice to the Invisible Nation communityგლობალური და ადგილობრივი გულ-სისხლძარღვთა საზოგადოების მობილიზებით, ჩვენ ხმას დავუჭერთ უხილავი ერის საზოგადოებას, რომელიც აიძულებს წესების შემქნელებს გაითვალისწინონ და გაააქტიურონ სისტემური ცვლილებები ასკვდ-ს გამოწვეული ზიანის მოგვარებისათვის.

მობილიზება ცვლილებისათვის

ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროდ ცვლილებები ურთიერთკავშირების, განათლებისა და ცნობიერების გაზდის გზით.

გაცნობიერება

ჩვენ მიზნად ვისახავთ ასკვდ-ს ბუნების უკეთ გაგებას, დაავადება, რომელიც ყველას გვაწუხებს, იმსახურებს სასწრაფო ყურადღებას გლობალური მასშტაბით. ადგილობრივ ხელისუფლებისათვის და ჯანდაცვის სისტემებისათვის საჭირო ინფორმაციისა და მტკიცებულებების მიწოდებით, ჩვენ შეგვიძლია გამოვაშკარავოთ ამ უხილავი დაავადების ტვირთი. ეწვიეთ ჩვენს კითხვა-პასუხის სექციას დამატებითი ინფორმაციისთვის.

მხარდაჭერა

ჩვენ მიზნად ვისახავს მხარი დავუჭიროთ ასკვდ-ით მცხოვრებ ადამიანებს და წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პაციენტთა ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით.  ერთად, ჩვენი მისიის გამოყენებით თქვენს რეგიონში, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ უხილავი ერის მოძრაობის აშენებას (დააწკაპუნეთ აქ იმ პაციენტების ორგანიზაციების სიისთვის, რომლებიც უკვე არიან Global Heart Hub-ის ნაწილი/ან შეუერთდით ჩვენს მხარდამჭერთა საზოგადოებას.)

ადვოკატირება

ჩვენ ერთად შეგვიძლია ვებრძოლოთ ასკვდ-ს მსოფლიოზე ზემოქმედებას და ავიყვანოთ იგი გლობალური ჯანმრთელობის კრიტიკულ პრობლემადე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უკეთესი პროგნოზი ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების (ასკვდ) მქონე ადამიანებისთვის. ადგილობრივი ადვოკატირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასკვდ-ით მცხოვრები ადამიანებისთვის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. თუ თქვენ პაციენტის ინტერესების დამცველი, პაციენტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემსწავლელი  პროფესიული ორგანიზაციის წარმომადგენელი ხართ, დააწკაპუნეთ აქ უხილავი ერის  გზამკვლევისთვის, რათა გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ თქვენს მოღვაწეობაში.

გაზიარება

თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ უხილავ ერს გახდეს  ხილული ამ კონტენტის თქვენს კავშირებთან გაზიარებით.

References:

  1. World Health Organization (WHO). Cardiovascular diseases (CVDs). Available at: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/cardiovascular-diseases-(cvds). [Last accessed August 2021].
  2. Roth GA, Mensah GA, Johnson CO, et al. Global Burden of Cardiovascular Diseases and Risk Factors, 1990-2019: Update from the GBD 2019 Study [published correction appears in J Am Coll Cardiol. 2021 Apr 20;77(15):1958-1959]. J Am Coll Cardiol. 2020;76(25):2982-3021.
  3. World Health Organization WHO. Global Atlas on cardiovascular disease prevention and control. 2011. Available at: https://www.who.int/publications/i/item/9789241564373. [Last accessed August 2021].
  4. Barquera S, Pedroza-Tobías A, Medina C, et al. Global Overview of the Epidemiology of Atherosclerotic Cardiovascular Disease. Arch Med Res. 2015;46(5):328-338.
  5. World Health Organization (WHO). Cardiovascular diseases – Data and statistics. https://www.euro.who.int/en/health-topics/noncommunicable-diseases/cardiovascular-diseases/data-and-statistics. [Last accessed August 2021].