ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ ასკვდ -ს
რეალობები და უზრუნველვყოთ დაავადებით შეპრყრობილთათვის უფრო ხანგრძლივი და უკეთესი ცხოვრების ხარისხი.
მიუხედავად მნიშვნელოვანი გავრცელებისა ასკვდ რჩება ჯანმრთელობის გაუცნობიერებულ გამოწვევად.
უხილავი ერი ნელა იზრდება.
ასკვდ: საშიში და ძალიან ხშირად შეუმჩნეველი
არსებობს მრავალი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ასკვდ-ს განვითარებას, მათ შორის ოჯახური წინასწარგანწყობა (გენეტიკა), მოწევა, სიმსუქნე, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არასწორი კვება, მაღალი ქოლესტერინის დონე, მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტი1. ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 40% არის ასკვდ-ის განვითარების რისკის ქვეშ და ძალიან ხშირად არ იცის მისი არსებობის შესახებ, სანამ არ მოხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულება, როგორიცაა გულის შეტევა ან ინსულტი.3.
რატომ ეხლა ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ცვლილება
მიუხედავად მნიშვნელოვანი გავრცელებისა ასკვდ რჩება ჯანმრთელობის შეუმჩნეველ გამოწვევად. ჩვენ გვჭირდება წამოვწიოთ ასკვდ, როგორც გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რასაც ის ნამდვილად წარმოადგენს, უხილავი ერის საზოგადოება ამჟამად უხილავია, მაგრამ არა ამოუცნობი და რისკის ქვეშ იმყოფება.
მობილიზება ცვლილებისათვის
ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროდ ცვლილებები ურთიერთკავშირების, განათლებისა და ცნობიერების გაზდის გზით.
გაცნობიერება
ჩვენ მიზნად ვისახავთ ასკვდ-ს ბუნების უკეთ გაგებას, დაავადება, რომელიც ყველას გვაწუხებს, იმსახურებს სასწრაფო ყურადღებას გლობალური მასშტაბით. ადგილობრივ ხელისუფლებისათვის და ჯანდაცვის სისტემებისათვის საჭირო ინფორმაციისა და მტკიცებულებების მიწოდებით, ჩვენ შეგვიძლია გამოვაშკარავოთ ამ უხილავი დაავადების ტვირთი. ეწვიეთ ჩვენს კითხვა-პასუხის სექციას დამატებითი ინფორმაციისთვის.
მხარდაჭერა
ჩვენ მიზნად ვისახავს მხარი დავუჭიროთ ასკვდ-ით მცხოვრებ ადამიანებს და წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პაციენტთა ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობით. ერთად, ჩვენი მისიის გამოყენებით თქვენს რეგიონში, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ უხილავი ერის მოძრაობის აშენებას (დააწკაპუნეთ აქ იმ პაციენტების ორგანიზაციების სიისთვის, რომლებიც უკვე არიან Global Heart Hub-ის ნაწილი/ან შეუერთდით ჩვენს მხარდამჭერთა საზოგადოებას.)
ადვოკატირება
ჩვენ ერთად შეგვიძლია ვებრძოლოთ ასკვდ-ს მსოფლიოზე ზემოქმედებას და ავიყვანოთ იგი გლობალური ჯანმრთელობის კრიტიკულ პრობლემადე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უკეთესი პროგნოზი ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების (ასკვდ) მქონე ადამიანებისთვის. ადგილობრივი ადვოკატირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასკვდ-ით მცხოვრები ადამიანებისთვის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. თუ თქვენ პაციენტის ინტერესების დამცველი, პაციენტი ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემსწავლელი პროფესიული ორგანიზაციის წარმომადგენელი ხართ, დააწკაპუნეთ აქ უხილავი ერის გზამკვლევისთვის, რათა გაიგოთ, თუ როგორ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ თქვენს მოღვაწეობაში.
გაზიარება
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ უხილავ ერს გახდეს ხილული ამ კონტენტის თქვენს კავშირებთან გაზიარებით.
References:
- World Health Organization (WHO). Cardiovascular diseases (CVDs). Available at: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/cardiovascular-diseases-(cvds). [Last accessed August 2021].
- Roth GA, Mensah GA, Johnson CO, et al. Global Burden of Cardiovascular Diseases and Risk Factors, 1990-2019: Update from the GBD 2019 Study [published correction appears in J Am Coll Cardiol. 2021 Apr 20;77(15):1958-1959]. J Am Coll Cardiol. 2020;76(25):2982-3021.
- World Health Organization WHO. Global Atlas on cardiovascular disease prevention and control. 2011. Available at: https://www.who.int/publications/i/item/9789241564373. [Last accessed August 2021].
- Barquera S, Pedroza-Tobías A, Medina C, et al. Global Overview of the Epidemiology of Atherosclerotic Cardiovascular Disease. Arch Med Res. 2015;46(5):328-338.
- World Health Organization (WHO). Cardiovascular diseases – Data and statistics. https://www.euro.who.int/en/health-topics/noncommunicable-diseases/cardiovascular-diseases/data-and-statistics. [Last accessed August 2021].
Thank you for your interest in Invisible Nation. Please complete the optional fields below if you would like to receive updates as new documents and programs are added.
SHARE