თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა
ათეროსკლეროზის ან ათეროსკლეროზული კარდიო-ვასკულური დაავადების ტვირთი (ასევე ცნობილია მისი სამედიცინო აბრევიატურა ასკვდ) რეალურია და ის იზრდება. ეს არის ჯანმრთელობის გამოწვევა, რომელიც გავლენას ახდენს 300 მილიონზე მეტ ადამიანზე მსოფლიოს მასშტაბით 1 მას სასწრაფოდ უნდა მიექცეს ყურადღება ჯანდაცვისა და მთავრობების მიერ თქვენს ქვეყანაში .
თუ თქვენ ხართ პაციენტის ადვოკატი, პაციენტი ან პროფესიონალი კარდიოვასკულური ორგანიზაცია , თქვენ წარმოადგენთ უხილავი ერის ხმას და შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ცვლილებებს.
ასკვდ-ზე ყურადღების მიქცევით და ცნობიერების ამაღლებით, თქვენ დაეხმარებით მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების მხარდაჭერას იმ პირებისთვის, რომლებიც მთელ მსოფლიოში გულის შეტევის, ინსულტის ან სიკვდილის რისკის ქვეშ იმყოფებიან. იყავით მოძრაობის ნაწილი, რომელიც ააქტიურებს სისტემურ ცვლილებებს და აყენებს ასკვდ-ს ჯანმრთელობას დღის წესრიგის სათავეში.
დასაწყებად, ამ სექციაში თქვენ იპოვით ინფორმაციას და მეთოდებს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს ქვეყანაში ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების საქმეში – შესაბამისად, იმ დაინტერესებულ მხარეებთან კავშირების დამკვიდრებაში , რომლებსაც შეუძლიათ წონა შემატონ თქვენს ძალისხმევას.
თვალყური გვადევნეთ , რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უფრო სასარგებლო მეთოდების და ინფორმაციის მოწოდებას.
ადვოკატირების ძალა
როგორ შევცვალოთ სიტუაცია თქვენს ქვეყანაში ასკვდ-ს და უხილავი ერის ადვოკატირებით .
მდგომარების შესაცვლელად, თქვენ უნდა მოახერხოთ თქვენი საქმიანობის ორგანიზება და ხმის ამაღლება იმისათვის, რომ ასკვდ გამოირჩეოდეს ჯანმრთელობის ყველა სხვა საკითხს შორის. ჯანდაცვის პოლიტიკის მწარმოებლებს, როგორიცაა მთავრობები და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები, მრავალი საყურადღებო საკითხი გააჩნიათ, შესაბამისად მათ არჩევნის გაკეთება უწევთ თუ რომელს გაუწიონ მხარდაჭერა. თქვენი ადვოკატირება ხელს შეუწყობს ასკვდ-ს პოზიციონირებას- როგორც ჯანდაცვის საკითხის, რომელიც იმსახურებს ყურადღებას და სასწრაფო ჩარევას.
პოზიტიური ცვლილებების მოტანა
ადვოკატირების მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:
01 | აამაღლოთ ცნობიერება ასკვდ-ს ტვირთის და მისი მნიშვნელოვანი გავლენის შესახებ თქვენს ქვეყანაში ინდივიდებისა და ოჯახების ჯანმრთელობაზე. |
02 | აჩვენოთ ახალი მიდგომების განვითარების აუცილებლობა ასკვდ-ს პრობლემის გადასაჭრელად. |
03 | – გააუმჯობესოთ თქვენს ქვეყანაში ასკვდ-თ დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი. |
04 | – დაეხმაოთ ასკვდ-ზე კონტროლის მოპოვებაში, სტატისტიკის გაუმჯობესებაში. |
- აამაღლოთ ცნობიერება ასკვდ-ს ტვირთის და მისი მნიშვნელოვანი გავლენის შესახებ თქვენს ქვეყანაში ინდივიდებისა და ოჯახების ჯანმრთელობაზე.
- აჩვენოთ ახალი მიდგომების განვითარების აუცილებლობა ასკვდ-ს პრობლემის გადასაჭრელად.
- – გააუმჯობესოთ თქვენს ქვეყანაში ასკვდ-თ დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი.
- – დაეხმაოთ ასკვდ-ზე კონტროლის მოპოვებაში, სტატისტიკის გაუმჯობესებაში.
ადვოკატირების საფუძვლები.
იცოდეთ თქვენი პრობლემა: ასკვდ-ზე საკვანძო შეტყობინებები და საუბრის სწორი აქცენტების იქნება თქვენი საფუძველი.
წარმოაჩინეთ თქვენი საკითხი: გამოიყენეთ ასკვდ-ზე არსებული ფაქტები და ციფრები, მაგრამ დარწმუნდით, რომ გაგაჩნიათ მონაცემები, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის მასშტაბის პოზიციონირებაში თქვენს ქვეყანაში.
გუნდის მობილიზება: გულისხმობს, სამედიცინო სფეროს პროფესიონალებისა და პაციენტების ყოლას, რომლებიც მზად არიან თქვენთან ერთად ადვოკატირებისთვის, ეს დაგვეხმარება განსხვავებული პერსპექტივების ჩამოყალიბებაში.
გაზარდეთ ინფორმირებულობა ასკვდ-ს შესახებ, რათა შექმნათ სწორი გარემო თქვენი დისკუსიებისთვის ჯანდაცვის პოლიტიკის კანონმდებლებთან: იურთიერთეთ მედიასთან და გამოიყენეთ სოციალური მედია თქვენი მესიჯის მიმართ წვდომისა და აღიარების გასავრცელებლად.
ჩაატარეთ თქვენი საკუთარი კვლევა: შეიძლება აღმოჩნდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, პოლიტიკოსები ან ადგილობრივი გავლენიანი პირები, რომლებსაც თვითონ აქვთ ასკვდ და დაგეხმარებიან თქვენს საქმეში, გამოააშკარავებენ პრობლემას და მოახდენენ გავლენას მის გადაწყვეტაზე.
მას შემდეგ რაც ყველაფრით შეიარაღებული იქნებით, შეუდექით საქმეს! დაგეგმეთ შეხვედრები მთავრობის წევრებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი ადგილობრივი წარმომადგენლით და შემდეგ თქვენს ქვეყანაში ჯანდაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელ სხვა პირებს შეხვდეთ.
ძირითადი გზავნილები / კითხვა-პასუხი
მკაფიო, მარტივი, ლაკონური ძირითადი გზავნილები ეფექტური ადვოკატირების საფუძველია და წინ წაგვიყვანს. ეს იქნება თქვენი საინფორმაციო მეგზური.
მკაფიო შეტყობინებების კომპლექტის არსებობა, რომელიც მოგვითხრობს ამბავს, ასკვდ -სა და უხილავ ერზე, დაგეხმარებათ კომუნიკაციაში და იმის გადმოცემაში, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ნებისმიერი აუდიტორიისთვის. მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს ძირითადი გზავნილების შესახებ არის ის, რომ თანმიმდევრულობა და განმეორება მნიშვნელოვანია თქვენი შეტყობინებების მოსმენის უზრუნველსაყოფად.
გამოიყენეთ თქვენი ძირითადი გზავნილები ყველგან – სოციალურ მედიაში, გამოსვლებში, გადაწყვეტილების მიმღებებ პირებთან ან პოლიტიკოსებთან საუბრისას, პრესრელიზში ან მედია ინტერვიუში. სავარაუდო კითხვა-პასუხის შექმნა დაგეხმარებათ კითხვებზე პასუხის გაცემაში. ზემოქმედების მაქსიმალურად გასაზრდელად მოარგეთ გზავნილები და პასუხები თქვენს ადგილობრივ კონტექსტსა და დაავადების არსებულ ტვირთს თქვენს ქვეყანაში.
უხილავი ერისა და ასკვდ-ს პოზიციონირება
ასკვდ-ს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და იმის წარმოდგენის შესაქმნელად, თუ ვინ არის უხილავი ერი, თქვენ უნდა გქონდეთ ამ საკითხის კარგი ცოდნა. ასევე საჭიროა თვით იმ პოპულაციის ცოდნის ამაღლება ვისი დამცველიც თქვენ ბრძანდებით
აქ მოცემულია რამდენიმე ჩამოსატვირთი და დასაბეჭდი მასალა, მათ შორის ფაქტების სამუშაო ჩამონათვალი, სასაუბრო თემები და ინფოგრაფიკა, რათა დაიწყოთ.
ცნობიერების შექმნა
სოციალური მედიის პოსტების შექმნა სხვადასხვა პლატფორმებისთვის, როგორიცაა Twitter, Facebook, LinkedIn ან Instagram, საშუალებას მოგცემთ გახვიდეთ ფართო აუდიტორიაზე. რაც მეტს პოსტავთ, მით მეტ ხილვადობას მოუტანთ ასკვდ–ს და უხილავ ერს.
წაახალისეთ ხალხი, მოიწონონ და გააზიარონ თქვენი პოსტები. მოძრაობის გაფართოება ყურადღების მიქცევის საუკეთესო საშუალებაა!
აქ წარმოდგენილია სოციალური მედიაში არსებული რამოდენიმე პოსტი, რომელიც დაგეხმარებათ საქმის დაწყებაში.
შეუერთდით GLOBAL HEART HUB – ს
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტთა ყველა ჯგუფი და ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში მისასალმებელია გახდეს Global Heart Hub-ის ნაწილი. გაწევრიანება უფასოა და ღიაა ყველა გულის პაციენტის ორგანიზაციისთვის
ლიტერატურა
- Roth GA, Mensah GA, Johnson CO, et al. Global Burden of Cardiovascular Diseases and Risk Factors, 1990-2019: Update From the GBD 2019 Study [published correction appears in J Am Coll Cardiol. 2021 Apr 20;77(15):1958-1959]. J Am Coll Cardiol. 2020;76(25):2982-3021.
Thank you for your interest in Invisible Nation. Please complete the optional fields below if you would like to receive updates as new documents and programs are added.