გულის დაავადებათა მქონე პაციენტთა ორგანიზაციების გლობალური ალიანსი წარმოადგენს ქოლესტერინის გლობალურ სამოქმედო გეგმას, რათა პრიორიტიზება მოახდინოს არაჯანსაღი ქოლესტერინის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარი საკითხის

 

Global Heart Hub წარმოგვიდგენს ქოლესტერინის გლობალურ სამოქმედო გეგმას არაჯანსაღი ქოლესტერინის (უმნიშვნელოვანესი მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორის, სიკვდილობის უდიდესი გამომწვევის, ასკვდ-ს) უკეთესი მართვისათვის.

 

GALWAY, ირლანდია, 30 ნოემბერი, 2022 – Global Heart Hub-მა დღეს წარმოადგინა ქოლესტერინის გლობალური სამოქმედო გეგმა არაჯანსაღი ქოლესტერინის დონის ზემოქმედების შესამცირებლად. Global Heart Hub-ის UNITE-ის ყოველწლიურ სამიტზე წარმოდგენილი, ქოლესტერინის გლობალური სამოქმედო გეგმა მიჰყვება და ეფუძნება გულის მსოფლიო ფედერაციის ქოლესტერინის საგზაო რუკას, რომელიც ოქტომბერში იყო გამოქვეყნებული.

გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაავადება (ასკვდ) შეადგენს გულ-სისხლძარღვოვანი სიკვდილობის 85%-ს და არის სიკვდილობის წამყვანი მიზეზი მსოფლიოში, იგი პასუხისმგებელია ყოველწლიურად 15 მილიონზე მეტ სიკვდილზე[i]. ასკვდ-ს მთავარი რისკ ფაქტორია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (დსლ-ქ) – ასევე ცნობილი როგორც “ცუდი ქოლესტერინი”.’.

მიუხედავად იმისა, რომ ასკვდ-სთან დაკავშირებული ნაადრევი გულ-სისხლძარღვოვან გართულებების 80% შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული, ბევრი ადამიანი დსლ-ქ-ის მომატებული დონის დიაგნოზის გარეშე რჩება მანამ, სანამ ისეთი გართულება, როგორიცაა გულის შეტევა (ინფარქტი) ან ინსულტი არ დაემართებათ. მიუხედავად იმისა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადება ხშირად ასოცირდება ცხოვრების სტილის ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა მოწევა, ფიზიკური აქტივობა და კვება, ზრდასრული მოსახლეობის თითქმის 40% ში დსლ-ქ მომატების რისკი ასევე მემკვიდრული, გენეტიკური განწყობის გამო ვლინდება ხოლმე.

ქოლესტერინის გლობალური სამოქმედო გეგმის დანერგვისას, Global Heart Hub-ი იმედოვნებს, რომ შეიტანს სასიკეთო ცვლილებას არაჯანსაღი ქოლესტერინის დონის ადგილობრივ დონეზე პრევენციასა და მართვაში ასკვდ-ს ტვირთის შემცირების მიზნით. აქამდე ადგილობრივი ქმედება ასკვდ-ს კონტროლის მიმართულებით შეზღუდული იყო, მიუხედავად პრევენციის საერთაშორისო გაიდლაინების არსებობისა. ამრიგად, Global Heart Hub-ის სამოქმედო გეგმა წარმოსახავს ოთხ მკაფიო მიზანს, რათა უზრუნველყოს არაჯანსაღი ქოლესტერინის დონის წარმოჩენა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი: ალიანსების შექმნა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ალიანსების გააქტიურება და მაღალი ქოლესტერინის გამოვლენისა და მართვის გაუმჯობესება. ოთხპუნქტიანი გეგმა გვთავაზობს ზომებს, რომლებიც შეგვიძლია მივიღოთ ამ მიზნების მისაღწევად, ასკვდ-ს პრევენციისა და მკურნალობის მეთოდებში ცვლილებების შეტანის და აქტიური დანერგვის მეშვეობით.

დოქტორ შონ გუდმანმა, ტორონტოს წმინდა მაიკლის საავადმყოფოს კარდიოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა ხელმძღვანელმა თქვა: „საზოგადოებრივი ცნობიერების გაუმჯობესება არაჯანსაღი ქოლესტერინის დონის არსებობის სერიოზული რისკების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ასკვდ-ს განვითარებასთან, კრიტიკულია. ამ მზარდი პრობლემის ტრაექტორიის შესაცვლელად აუცილებელია მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს მთავრობების და კანონმდებლების ჩართულობას, რათა განხორციელდეს მომატებული ქოლესტერინის გამოვლენის სტრატეგიები და მხარდაჭერილი იყოს ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ შესრულებული სამუშაო.

ნილ ჯონსონმა, Global Heart Hub-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინ წავედით მეცნიერებასა და მკურნალობაში, ასკვდ კვლავ რჩება მსოფლიოში ნომერ პირველ მკვლელად, და მთავარ დამნაშავედ ქოლესტერინი გვევლინება. ქოლესტერინის გლობალური სამოქმედო გეგმა წარმოადგენს პაციენტთა საზოგადოების კოლექტიურ მოწოდებას, რომ მთავრობებმა მოახდინონ არაჯანსაღი ქოლესტერინის მენეჯმენტისა და პრევენციის ოპტიმიზაცია, რათა შეამცირონ გულ-სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული დაავადებით გამოვეული უზარმაზარი ტვირთი ინდივიდებზე, საზოგადოებასა და ჯანდაცვის სისტემაზე.

პაციენტების გლობალური საზოგადოების მხარდაჭერა

სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს პაციენტთა გლობალური საზოგადოების ხმას, შეიქმნა უხილავი ერის მხარდაჭერით , ეს პროგრამაა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა Global Heart Hub-ისა და Novartis-ის მიერ ასკვდ-ს რეალობის გამოსავლენად. ქოლესტერინის გლობალური სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია პაციენტთა ორგანიზაციების მიერ ამერიკის, ევროპისა და ავსტრალიის მასშტაბით, მათ შორის WomenHeart და The Mended Hearts, შეერთებული შტატები; Heart Valve Voice Canada, Heartlife Canada და Canadian Heart Patient Alliance; Instituto Lado a Lado pela Vida, ბრაზილია; Pacientes de Corazón, მექსიკა; FH, ევროპა; Croi, ირლანდია; Associazione Italiana Scompensati Cardiaci, იტალია; და Hearts4Heart, ავსტრალია..

 

[i] World Health Organization (WHO). Cardiovascular diseases (CVDs). Available at: https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/cardiovascular-diseases-(cvds).