რესურსები

ბოლო მოვლენები

LinkedIn Live 2023: Global Heart Hub ქოლესტერინის გლობალურისამოქმედო გეგმა: მრავალმხრივი წარმატებული ალიანსების შექმნა

ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადება (ასკვდ) პასუხისმგებელია გულ-სისხლძარღვოვან სიკვდილობის 85%-ზე და სიკვდილობის მთავარი მიზეზია მსოფლიოში, რაც ყოველწლიურად 15 მილიონზე მეტ შემთხვევას განაპირობებს. ასკვდ-ს მთავარი რისკ ფაქტორია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი (დსლ-ქ) – ასევე ცნობილი როგორც “ცუდი ქოლესტერინი”.

ქოლესტერინის ახალი გლობალური სამოქმედო გეგმის დანერგვით, Global Heart Hub იმედოვნებს, რომ შეიტანს რეალურ ცვლილებას არაჯანსაღი ქოლესტერინის დონის პრევენციისა და ასკვდ-ს გავრცელების შემცირებაში.

ექსპერტთა პანელის დისკუსია აერთიანებს ამ სფეროს წამყვან ლიდერებს, რათა განიხილონ ქოლესტერინის გლობალური სამოქმედო გეგმა, რომელიც ოთხ მკაფიო მიზანს ეფუქნება ერთი ყოვლისმომცველი შედეგის მისაღწევად: უზრუნველყოფილ იქნას არაჯანსაღი ქოლესტერინის დონეების განხილვა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი, რათა შეიცვალოს ასკვდ-ით გამოწვეული გართულებების არსებული ტვირთი და მისი მომავალი პროგნოზი.

უხილავი ერის -ეს ღონისძიება და მისი პროგრამა შეიქმნა Novartis Pharma AG-ის პარტნიორობით.

Facebook Live Event 2022: უხილავი ერი: ასკვდ-ს რეალობის გამოვლენა

ექსპერტების მიერ საპანელო დისკუსიაზე განხილულ იქნა, თუ როგორ შეგვიძლია გავაერთიანოთ გულ-სისხლძარღვთა საზოგადოება ასკვდ-ს – ჩუმი, ქრონიკული დაავადების – რეალობის გამოსავლენად და მისი გავლენის შესაფასებლად პიროვნულ და სოციალურ დონეზე. ინფარქტის, ინსულტისა და სიკვდილის მთავარი გამომწვევის შესახებ ცნობიერების გაღრმავებით, უხილავი ერი აპირებს საუბრების აქტიურ წარმართვას, ქმედებების შთაგონებას და სისტემური ცვლილებების განხორციელებას, რათა ასკვდ -ით გამოწვეული ზიანი არ იქნეს იგნორირებული
ASCVD un-ignorable.

Downloadable and printable materials

ასკვდ-ს ისტორია

მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი უძველესი წინაპრებშიც ვლინდებოდა ასკვდ მიღებულ იქნა 2009 წელს. მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა კომპიუტერული ტომოგრაფია 52 ძველ ეგვიპტურ მუმიაზე. შედეგად, 44 მუმიიდან იდენტიფიცირებადი გულ-სისხლძარღვთა ქსოვილით, 20-ში აღმოჩენილ იქნა სავარაუდო ან დადასტურებული ათეროსკლეროზი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ასკვდ იმ დროშიც კი ფართოდ გავრცელებული დაავადება იყო2.

იხილეთ მეტი